გია ვოლსკი - არავინ სვამს კითხვას, როგორ მოახერხა დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა
გია ვოლსკი - არავინ სვამს კითხვას, როგორ მოახერხა დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა

არავინ სვამს კითხვას, როგორ მოახერხა დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა კითხვაზე, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ ისრაელში გამოძიების საკითხზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც კეზერაშვილმა ტელევიზიის შექმნის გეგმებზე განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დღეს მთავარი კითხვები იმაზე ისმის, რამდენად დაემთხვა ეს საკითხები ერთმანეთს და არა იმაზე, როგორც გახდა მინისტრობის შემდეგ მოკლე პერიოდში კეზერაშვილი მილიარდერი.

„განცხადების შემდეგ, რომ ტელევიზიას ქმნის, ისრაელში დაიწყო კეზერაშვილის წინააღმდეგ მითქა-მოთქმა იმის თობაზე, რომ ჩართულია გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში – დაემთხვა თუ არ დაემთხვა, ეს არის მთავარი კითხვა, მაგრამ იმ კითხვას არავინ სვამს, როგორ მოახერხა კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა. ეს კითხვა შეიძლება, ჰქონდეთ ისრაელშიც სამართალდამცავებს. ისრაელი საკმაოდ განვითარებული და მყარი დემოკრატიის ქვეყანაა იმისთვის, რომ არ გაითვალისწინოს უნდა თუ არა კეზერაშვილს ტელევიზიის შექმნა და ამის მიხედვით აწარმოოს მის მიმართ გამოძიება.

ეს იმდენად ლოგიკურია, რომ არ ვფიქრობ, ან ისრაელს უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა კომენტარებში, ან ჩვენ დავკარგოთ ლოგიკა საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.