გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს, საზოგადოებას უნდა ემსახურებოდნენ და ამის საპირისპიროს აკეთებენ, ისინი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან
გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს, საზოგადოებას უნდა ემსახურებოდნენ და ამის საპირისპიროს აკეთებენ, ისინი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს, საზოგადოებას, დარგების განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ და ამის საპირისპიროს აკეთებენ. ამის წესრიგში მოყვანაა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი საქმიანობის მთელი არსი დაამახინჯეს, მოსპეს და მთლიანად პოლიტიკურ რელსებზე გადაეწყვნენ.

„მეტიც, ისინი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან. რასაკვირველია, ბაია პატარაიას განცხადებები ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესს არ შეესაბამება. სწორედ ეს განაპირობებს იმ კანონის გამკაცრებას, რასაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირება ჰქვია, თუ რა თანხით იკვებებიან ის ადამიანები, რომლებიც ისეთ ბოროტებას ჩადიან, რასაც დესტაბილიზაციის, რევოლუციური პროცესის ხელშეწყობა ჰქვია. ამის წესრიგში მოყვანაა საჭირო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს, საზოგადოებას და დარგების განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ და ამის საპირისპიროს აკეთებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.