გია ვოლსკი - არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისა და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა
გია ვოლსკი - არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისა და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა

ანდრეი პიონტკოვსკი პრაქტიკულად შარლატანად ჩამოყალიბდა. კაგებე-ს მაღალჩინოსანი იყო და აშშ-თან რაღაც გაუგებრობები ჰქონდა. იქ მას ავტორიტეტი არ აქვს და სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირდ მას ციტირებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ანდრეი პიონტკოვსკი უკრაინულ საზოგადოებას და ომში ჩართულ ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა, ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, არწმუნებს, რომ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ცხინვალის საზოგადოება და ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი რუსეთს უპირისპირდებიან.

ვოლსკის განმარტებით, პიონტკოვსკი მათ აგრეთვე არწმუნებს, რომ აფხაზეთში იგივე მდგომარეობაა, რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყო და მიშველება სჭირდება საქართველოს მხრიდან, როგორც ამას ამბობენ უკრაინელი მაღალჩინოსნები.

„ესაა მისი ფორმულა. საუბრობს, რომ რუსების ბაზების წინააღმდეგ მოძრაობის დაწყება და შემდეგ მეორე ფრონტის გახსნა უნდა უზრუნველყოს საქართველომ, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი. ეს არის მისი მთავარი ფორმულა. ანუ, ის ამბობს, რომ ცხინვალსა და სოხუმში მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის, რასაც უნდა შეეშველოს საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნით და რასაც მოითხოვენ უკრაინელი მაღალჩინოსნები. ანუ, ხელშემშლელი იმის, რომ საქართველო მეორე ფრონტს არ ხსნის, არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და სწორედ ამიტომ მათ უნდა უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციების სიაში გაითვალისწინონ ბიძინა ივანიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი საქართველოში არ დაიწყება, რაც რუსეთზე საერთო გამარჯვებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. ეს არის ფორმულა, რომლის იქით არაფერი იკითხება.

არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს პრინციპში ემთხვევა და ეს პრინციპი აგებულია მთავარ ფორმულაზე – საქართველო ერთადერთი და უალტერნატივო დერეფანია რუსეთის დერეფნის საწინააღმდეგოდ. ანუ, ენეგორესურსების მიწოდება და სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შეიძლება, განხორციელდეს, თუ არ გინდა, რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველო გარკვეული ინტერესის ობიექტად იქცა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელსაც სათავეში ის ძალა უდგას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. ანუ, რუსეთის ინტერესია საქართველოში დესტაბილიზაცია, რათა მისი ალტერნატიული დერეფანი არ იყოს წარმატებული და დესტაბილიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ ინტერესი, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს. ამას ხელს უწყობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში არიან. პიონტკოვსკი არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს კრებს და თავისი თავის წარმოჩინებისთვის, თუ დამკვიდრებული შარლატანის იმიჯის გადასაფარად, უნდა, რაღაც „ფილოსოფიური“ აზრი მოგვაწოდოს იმის თაობაზე, თითქოს სოხუმი და ცხინვალი მზად არიან ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ და ამას ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს. ეს არის ის სურათი, რაც ჩვენს თვალწინ იშლება. ამის იქით, არანაირი სხვა კომენტარი, ალტერნატიული მოსაზრება ან პოლიტიკური არქიტექტურა არ არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკი განაცხადა: „ჩემთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“.