გია ვოლსკი - არ მგონია, რომ ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა, საზოგადოება ამდენი აგრესიის ყურებით დაიღალა
გია ვოლსკი - არ მგონია, რომ ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა, საზოგადოება ამდენი აგრესიის ყურებით დაიღალა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სამუშაო მაგიდაზე ასვლა ეთიკური არ არის.

ვოლსკის თქმით, საზოგადობა ამდენი აგრესიით დაიღალა.

„არ მგონია, რომ დიდად ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა, საერთოდ ის ატმოსფერო, რომელსაც ზოგიერთი დეპუტატი ამკვიდრებს და ცდილობს, რომ დაამკვიდროს. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც დაიღალა ამდენი აგრესიის ყურებით. ამ აგრესიის წყარო ის დეპუტატები არიან, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ. ზღვარგადასულია აგრესია, მათ შორის ასეთი კონკრეტული მოქმედებებით, რომელსაც რატომღაც პერფორმანსი ეწოდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა მინისტრის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნისას პროტესტის გამოხატვა მაგიდაზე ასვლით სცადა.

დატოვე კომენტარი