გია ვოლსკი - აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ როდესაც სათავეში უდგას ადამიანი, რომლის მიზანია რევოლუციური პროცესის განვითარება, საზოგადოებამ ამას შესაბამისი განაჩენი უნდა გამოუტანოს
გია ვოლსკი - აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ როდესაც სათავეში უდგას ადამიანი, რომლის მიზანია რევოლუციური პროცესის განვითარება, საზოგადოებამ ამას შესაბამისი განაჩენი უნდა გამოუტანოს

აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში, მაგრამ როდესაც აქციას სათავეში უდგას ადამიანი, რომლის მიზანია რევოლუციური პროცესის განვითარება, ამას საზოგადოებამ შესაბამისი პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტიები, რომლებიც ქვეყნის დაზიანებას ცდილობენ, პოლიტიკურ ასპარეზზე არ უნდა იყვნენ.

„აქცია ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ სამყაროში. აქციები იმართება და ხალხი თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ როდესაც აქციას სათავეში უდგას ადამიანი, რომელსაც სხვა აზრი და მიზანი არ აქვს, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარება და ამ პროცესში ადამიანის ჩართვისთვის საგანგებო ფორმატებს ქმნის, ამას არა თუ არ უნდა მივესალმოთ, საზოგადოებამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს.

პარტიები, რომლებიც ქვეყნის დაზიანებას ცდილობენ, პოლიტიკურ ასპარეზზე არ უნდა იყვნენ. საშიშროებაა მათთვის არსებობა და ამ საშიშროებას ისინი ძალიან კარგად აღიქვამენ, რათა შეინარჩუნონ თავი პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე, მიუხედავად იმისა, რომ ყელამდე ნაგავში არიან. თუნდაც კეზერაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, იმას აკეთებენ, რაც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.