გია ვოლსკი - ამერიკასთან მიმართებაში ბევრი პოზიტიური პროცესი განვითარდა, ურთიერთობები ვითარდება, იმართება ვიზიტები, შეხვედრები, ამ აქტივობიდან პოზიტიურ შედეგებს ველოდებით
ამერიკასთან მიმართებაში ბევრი პოზიტიური პროცესი განვითარდა. შეიძლება, იმ ტემპით ვერ განვითარდა, რაც გვაწყობს, მაგრამ ქვეყანებს შორის ურთიერთობები სწორედ ასე ვითარდება – ვიზიტები, შეხვედრები იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ამ აქტივობიდან საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს ელოდება.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უშველებელი ქვეყანაა უშველებელი რესურსით და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ურთიერთობაც, მაგრამ მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური კონიუნქტურა ურთიერთობების ხასიათს განაპირობებს. ამერიკასთან სწორედ პოზიტიური ურთიერთოებების განვითარებას ველოდებით“, – განაცხადა გია ვილსკიმ.