გია ვოლსკი - ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის
გია ვოლსკი - ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის

ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის, ეს მათი ხელწერაა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ოფისის დარბევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებას სიკეთისა და სტაბილურობისკენ მოუწოდებს.

„როცა ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ სიკეთისა და სტაბილურობისკენ, წარმოიდგინეთ, რომელი იდიოტი ხელისუფლება ჩაიდენს იმას, რომ ხაბეიშვილის ან მისი მსგავსი პოლიტიკოსის ოფისი იქეთ დაარბიოს. ამას შეიძლება ერთადერთი ახსნა ჰქონდეს. ან ადამიანები არაადეკვატურად აზროვნებენ, ან ეს არის პროვოკაცია.

„ქართულ ოცნებას“ ხაბეიშვილის ოფისის დარბევა ხასიათში არ აქვს. ადამიანებისა და ოფისების დარბევა ჩვენი ხელწერა არ არის, ეს მათი ხელწერაა. მათ ხელწერას უფრო ჰგავს. თუ ვინმე ვინმეს აბრალებს, უფრო ადეკვატური და საფუძვლიანი იქნება, რომ გარკვეული პროვოკაციის მოწყობა სწორედ მათ დააბრალო“, – განცხადა გია ვოლსკიმ.