გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ევროპარლამენტარების განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოს
გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ევროპარლამენტარების განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი ევროპარლამენტარების, ანა გომეშისა და ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოს.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს საუკუნოვანი იმიჯი აქვს და არ ჰგონია, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ერთმა ბინძურმა შეტევამ ქვეყანას იმიჯი შეუცვალოს.

„სამწუხაროდ, ანა გომეში მართალია ისევე, როგორც მისი კოლეგა, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა დიპლომატი იყოს“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატი საქართველოს თაობაზე ანგარიშსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ შეფასებები იმდენად პოზიტიურია, რომ ეს კმაყოფილების გრძნობას კი არ უნდა ბადებდეს, არამედ მეტ ენთუზიამს, რათა ყველა სტანდარტი შესრულდეს.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარმა, ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა, რომ  საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევა, რაც სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ კი განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.