გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროკურატურას გაცილებით სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რათა 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურას გაცილებით სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რომ 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასოს.
ვოლსკის თქმით, უნდა შეფასდეს მოვლენები და პროკურატურამ გადაწყვიტოს დონეები, რომელიც უნდა მიანიჭოს დაზარალებულებს თუ არადაზარალებულებს, მათ შორის, არა მხოლოდ მაკო გომურს, არამედ პოლიციელებსაც.
„ვფიქრობ, სასამართლოსთვის წარდგენილი მასალები არ არის ჯერ სრულფასოვანი, რათა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს. პროკურატურას მუშაობა მართებს, თან – სწრაფი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.