გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავის გარშემო სატელიტური სისტემა შეინარჩუნოს
გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავის გარშემო სატელიტური სისტემა შეინარჩუნოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ თავის გარშემო სატელიტური სისტემა შეინარჩუნოს.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს თუ არა პატარა პარტიებზე ზეგავლენის მოხდენას იმ მიზნით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევიდნენ, ვოლსკი პასუხობს, რომ ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა ხედავს.

„თუ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ან ეუთო თავის დასკვნებს აკეთებენ, ეს ფაქტორიც გათვალისწინებული აქვთ. ქვეყნის რყევა ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.