გია ვოლსკი - 4 ოქტომბერმა აჩვენა, რისთვის მზადდება საფუძველი, რომ მოსახერხებელ ვითარებაში ის უბედურება განხორციელდეს, რაც საქართველოს იმ მოთამაშეებმა გამოუწერეს, რომლებსაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ
გია ვოლსკი - 4 ოქტომბერმა აჩვენა, რისთვის მზადდება საფუძველი, რომ მოსახერხებელ ვითარებაში ის უბედურება განხორციელდეს, რაც საქართველოს იმ მოთამაშეებმა გამოუწერეს, რომლებსაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ

აქციაზე ვინც გულწრფელად გამოდის ან ბოროტ მიზანს ემსახურება, თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ როცა ქვეყანაში თვითმიზნად გადაიქცევა ეკონომიკის, ლარის კურსის დაზარალება და ტურიზმის შემცირება, გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, არ შეიძლება, ეს მუდმივად გრძელდებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერმა აჩვენა, რისთვის მზადდება საფუძველი, რომ მოსახერხებელ ვითარებაში ის უბედურება განხორციელდეს, რაც საქართველოს გამოუწერეს.

„ბოროტი განზრახვებით და შავბნელი აზრებით საქართველოში ნგრევის პროცესი რომ განვითარებულიყო, აშკარაა. ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე, ხელისუფლება რეპრესიებს აგრძელებს, სპეკულაციაა, რომელსაც არ გააჩნია კავშირი არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიულ სამყაროსთან. აქციაზე ვინც გულწრფელად გამოდის ან ბოროტ მიზანს ემსახურება, თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ როცა ქვეყანაში თვითმიზნად გადაიქცევა ეკონომიკის, ლარის კურსის დაზარალება და ტურიზმის შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეკონომიკურად აზიანებს და ცეცხლის კვალში ხვევს, გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. არ შეიძლება, ეს მუდმივად გრძელდებოდეს. 4 ოქტომბერმა აჩვენა, ეს ყველაფერი საითკენ მიდის და რისთვის მზადდება საფუძველი, მოსახერხებელ ვითარებაში ის უბედურება განხორციელდეს, რაც საქართველოს გამოუწერეს, მათ შორის ევრობიუროკრატიის იმ მოთამაშეებმა, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან გარკვეულ ძალებს, რომლებიც გარეთ არ ჩანან, მაგრამ „დიფ სთეითი“ ჰქვიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.