გია ვოლსკი - 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას
გია ვოლსკი - 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას

ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელიწუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს აქვს საგანგებო დანიშნულება, შეასრულოს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანის როლი, როდესაც ვსაუბრობთ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების გადანაცვლებაზე ევროპულ ბაზრებზე. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარეობს ის მცდელობები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიწყვიტავს 2012 წლიდან, არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ვოლსკიმ.