გია ვოლსკი - 12 მაისის მოვლენებზე დასკვნები ყოველგვარი ემოციებისა და ანგაჟირების გარეშე უნდა გავაკეთოთ
გია ვოლსკი - 12 მაისის მოვლენებზე დასკვნები ყოველგვარი ემოციებისა და ანგაჟირების გარეშე უნდა გავაკეთოთ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მოლოდინი აქვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატებს 12 მაისის მოვლენების თაობაზე სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კანონმდებლებმა ქვეყნის სტაბილურობისთვის გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე უნდა გამოიტანონ.

„ველოდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს და როგორ გაგრძელდა შემდგომი პროცესები. გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ემოციებისა და ანგაჟირების გარეშე უნდა გამოვიტანოთ, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის. არ მგონია, ოპოზიცია იმ ვითარებაში კონსტრუქციულად იყოს განწყობილი, რომელიც არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 18 მაისს წარდგება.