„გია კუტაისკის” მკვლელობის საქმეზე თურქეთის პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა

17:48, 12.04.2018

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, „გია კუტაისკის”  მკვლელობის საქმეზე თურქეთის პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული თავდასხმის დროს “გია კუტაისკისთან” ერთად მყოფი გიგა პეტრიაშვილი. ასევე საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, „გია კუტაისკის”  და გიგა პეტრიაშვილს თავს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ. სროლის შედეგად კრიმინალურმა ავტორიტეტმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო, გიგა პეტრიაშვილი კი ფეხში დაიჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თურქული მედია „გია კუტაისკის” ქემერის პროვინციის მაფიის ლიდერად მოიხსეინიებს. Hurriyet-ი წერს, რომ ის კრიმინალურ ჯგუფს როსტოვის რეგიონში ხელმძღვანელობდა.

მსგავსი