„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეშვიდე ტურში „ბათუმის დინამო“ „ბოლნისის სიონს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.
58-ე წუთამდე მეტოქეებმა 2-2 გოლი გაიტანეს – ბოლნისიდან ვილი ისიანმა და ჯაბა უგულავამ, ხოლო ბათუმელებიდან ჯოვინო ფლამარიონმა და გია მანჯგალაძემ.
ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც წლების შემდეგ გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს ჩემპიონატში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების 32 წლის მცველი „ბათუმის დინამოში“ 5 მარტს ჩაირიცხა. მაგრამ მცირე ტრავმისა და უფორმობის გამო მისი სადებიუტო შეხვედრა ერთი თვით გადაიდო.
ყველაფერი მოედანზე რომან ჭანტურიას გამოჩენის შემდეგ შეიცვალა. გია გეგუჩაძემ მისი შეყვანისას შეცვლა აშკარად გამოიცნო. კიჭი მელიავას ჩაწოდებული ბურთი ჭანტურიამ კარში გადაგზავნა და გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა – 2:3. 84-ე წუთზე კი, ვაკო თევდორაძემ ბოლნისელთა შეტევა ჩაჭრა და კარში წინ ისევ რომანი დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:4.