გია გეგუჩაძე - „სამგურალმა“ დამსახურებულად გვაჯობა #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - „სამგურალმა“ დამსახურებულად გვაჯობა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა ბათუმის „დინამოსთან“ მოგებაზე (3:0). მისმა გუნდმა ნავსი გატეხა – ზაფხულის შესვენების შემდეგ „სამგურალმა“ ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო, ახლა კი ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

„რა თქმა უნდა, ჩემპიონს რომ მოუგებ – საქართველოს ყველაზე კარგ გუნდს, ეს ბიჭებისთვის ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ბოლოს ჩვენ ისეთი თამაშები ვითამაშეთ, რომ წასაგები არც ერთი არ იყო, მათ შორის ქუთაისის „ტორპედოსთან“ და „გაგრასთანაც“ თამაში ხელიდან გავუშვით. ცოტა არეულები ვიყავით და აუცილებელი იყო გამარჯვება. მით უფრო ბათუმის „დინამოსთან“ რომ გაიმარჯვებ, ძალიან კარგია. მიმაჩნია, რომ შემდგომში კიდევ გვექნება წარმატება“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

კომენტარი ბათუმის „დინამო“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემაც გააკეთა და მეტოქის გამარჯვებას დამსახურებული უწოდა:

„რა თქმა უნდა, თამაშს და შედეგს უარყოფითად შევაფასებ – ამას თქმა არც უნდა. კი, ხდება ასეთები ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებთ. წყალტუბოელებს ამ გამარჯვებას მივულოცავ – რა თქმა უნდა, დამსახურებულად გაიმარჯვეს“.

25 ტურის შემდეგ „სამგურალი“ (42) მესამე ადგილზეა და უახლოესი კონკურენტ გორის „დილასთან“ (38) სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა, ხოლო ბათუმელები (57) პირველ ადგილზე არიან, მაგრამ „დინამო თბილისმა“ (54) ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.