გია გაჩეჩილაძე - გიგა ბოკერიას ლობისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონს ლობისტურ კომპანიებს უხდიდა
გია გაჩეჩილაძე - გიგა ბოკერიას ლობისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონს ლობისტურ კომპანიებს უხდიდა

პარლამენტის ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი კავშირებიდან გამომდინარე საფრთხეს ვერ აღიქვამდა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია გაჩეჩილაძე „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტების დაქირავების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლობისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დროზე უნდა დაწყებულიყო, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკაშირებული მოქმედებები დაბალანსებულიყო.

„ახალი ლობისტური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოზე იმუშავებენ, პარტნიორ ქვეყნებში ზუსტ ინფორმაციას ჩაიტანენ. გიგა ბოკერიას ლობისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონს ლობისტურ კომპანიებს უხდიდა. ძალიან კარგად იცის, ამას რა შედეგი ექნება. გიგა ბოკერია სახელმწიფო ფულს მსოფლიო მასშტაბით ფანტავდა. ბიუჯეტის ფულზეა საუბარი და არა, ვინმეს ფულზე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.