გია ბარამიძე - მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, არასდროს გამოიყენებს
გია ბარამიძე - მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, არასდროს გამოიყენებს

ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი.

შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი ამგვარ ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს“, – წერს გია ბარამიძე.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.