გია ბარამიძე - ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა, სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ზეგ გრანდიოზული აქცია
გია ბარამიძე - ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა, სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ზეგ გრანდიოზული აქცია

ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა, სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ზეგ გრანდიოზული აქცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს „რეჟიმის სრულ იზოლაციას“.

„ჩვენ, ქართველთა უმრავლესობას, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, უკვე განურჩევლად პარტიულობისა, ვინ ვის ემხრობოდა, ვინც ახლა ემხრობა, ვის ვინ მოსწონს, აბსოლუტურად აღარაფერი სხვა აღარ დაგვიტოვა გათავხედებულმა პუტინის „ნამესტნიკმა“ ივანიშვილმა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა.

მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას, ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. სასწრაფოდ, ხვალ თუ არა, ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს არ დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები. ყველგან მარტო დატოვება ამ რეჟიმისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც პრინციპში დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავგანწირვითა და თავდადებით.

ამ კაცმა ყველას გვანახა, როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა. ჩემი კოლეგები არ თუ ვერ ამბობდნენ, თუ არ რისკავდნენ ამას, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ მას, უკვე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. მან რაც შეეძლო ამ შიმშილობით გააკეთა. ხალხს აჩვენა თავგანწირვა. ჩემო ძმაო, ჩემო მიშა, შენ გვჭირდები ცოცხალი. პუტინს და ივანიშვილს უნდა რომ შენ მოკვდე, შენ მტრის ჯინაზე არ უნდა მოკვდე. ამიტომ, შენმა თავგანწირვამ, ბრძოლამ ყველა განაცვიფრა, თუკი ვინმეს გულსა და სულში აქვს, შეუძლებელია, ეს ადამიანურად არ განეცადა და შენს ამ ვაჟკაცობას არ აფასებდეს დღემდე. მთავარი ამოცანა ჩვენთვის იქნება შენი გათავისუფლება ყველა იმ ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდით, რაც კი აქვს საზოგადოებას, ვისაც რა ფანტაზია მოუვა, ყველას ყველაფერში ვეთანხმები, ამ რეჟიმის სრული პოლიტიკური იზოლაცია, რომელსაც არანაირი მორალური, პოლიტიკური საფუძველი აღარ აქვს, ეს რეჟიმი არის არალეგიტიმური. ეს რეჟიმი არის უკვე ქართველი ხალხის მიერ ზურგშექცეული, უნდა გამოვაცალოთ ყველანაირი საფუძველი, გავაშიშვლოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ბოლომდე დავტოვოთ მარტო, სადაც შესაძლებელია, საკრებულო, პარლამენტი, დაინახოს მსოფლიომ, რომ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ბარამიძემ.