გია ბარამიძე - ბიძინა ივანიშვილს წინასწარ ვერ მოვახსენებთ, როდის ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი
გია ბარამიძე - ბიძინა ივანიშვილს წინასწარ ვერ მოვახსენებთ, როდის ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი

როდის ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილს ამას წინასწარ ვერ მოვახსენებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდეს.

„მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქციები კონსტიტუციურ ჩარჩოებში არათუ მისაღებია, არამედ აუცილებელიც იქნება და გაგრძელდება. ხოლო როდის ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, ივანიშვილს ამას წინასწარ ვერ მოვახსენებთ.  ივანიშვილი თვითონ ძალიან კარგად დაინახავს, როდის მოხდება ეს. როცა საამისო პირობები იქნება, მაშინ ჩამოვა“, – განაცხადა ბარამიძემ.