„ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე ხანძარია

22:19, 11.03.2025

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.

მათივე ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი