ღვინიაშვილმა, მარგიანმა, დემეტრაშვილმა და სომხიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT
ღვინიაშვილმა, მარგიანმა, დემეტრაშვილმა და სომხიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ასპარეზობს, რომელთაგანაც ოთხმა პირველი გამარჯვებები უკვე მოიპოვეს.

90კგ-ში ბექა ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ტალიბოვი დაამარცხა, ამავე წონაში უშანგი მარგიანმა ჩინელ ძიუდოისტს სძლია.

ღვინიაშვილის ბრძოლა

 

მარგიანის ბრძოლა

 

ასევე შემდეგ ეტაპზე იჭიდავებენ მძიმეწონოსნები ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი.

სომხიშვილის ბრძოლა

 

დღეს ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე (ორივე 100კგ) პირველ დაპირისპირებებს რამდენიმე წუთში გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აბუ დაბის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.