ღვინიაშვილი და გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ღვინიაშვილი და გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი გამოდის, რომელთაგანაც ორნი – ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ბექამ მეოთხედფინალში კუბელი სილვა მორალესი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ტატო გრიგალაშვილმა შეჯიბრის მეორე შეხვედრაში კანადელ გაუტიერის ლამაზი გდებით სძლია და ფინალში გასასვლელად ბელგიელ სამი ჩოუჩის შეხვდება.

 

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, რომელიც სასტარტო დაპირისპირებაში მასპინძელ სპორტსმენთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე გაიმართება.