ღია ვარჯიში შესარჩევის დასრულებამდე - საქართველოს ქალთა ნაკრები სლოვაკებს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით გუნდი მოახლოებული თამაშისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება. მატჩამდე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია, თეონა სუხაშვილი (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)
დაცვა: სოფო ნარსია, ნინო გუჯაბიძე, მარიამ კალანდაძე (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (ორივე – დინამო, სოხუმი, საქართველო), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ, საქართველო)
ნახევარდაცვა/შეტევა: ირინა ხაბურზანია, თეონა ბაქრაძე, ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია, ეთერ სულაშვილი (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი, ლელა ჭიჭინაძე (ორივე – დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კარაგუმრუკი, თურქეთი), ანა ჩემინავა (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო)
საქართველოს და სლოვაკეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი პირველ სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხი შემოგთავაზებთ.
გორი – 1 სექტემბერი, 20:00
საქართველო – სლოვაკეთი