ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ისრაელის ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის დაწყებული ორმხრივი სროლის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბვა დაიწყო. ავიაიერიშის შედეგად შვიდი პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ლიკვიდირებულთა შორის რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერია. თავად პალესტინურ ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ დაღუპული შვიდი ადამიანიდან, ოთხი „ჰამასის“ წევრი იყო.

ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 17 რაკეტა ისროლეს.