ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დილის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა
Palestinians carry humanitarian aid packages near the Gaza Humanitarian Foundation distribution center operated by the U.S.-backed organization in Khan Younis, southern Gaza Strip, Thursday, June 26, 2025. (AP Photo/Abdel Kareem Hana)
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დილის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა.
არაბული მედიის ინფორმაციით, სულ მცირე, 33 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან სატვირთო ავტომობილების ლოდინის დროს მოკლეს.
სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში ისრაელის თავდასხმის შედეგად.
არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა მოხდა მუსტაფა ჰაფეზის სკოლაზე, რომელსაც ქალაქ ღაზის დასავლეთით იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 11 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ალ-მავასის რაიონში მდებარე კარავი დაიბომბა, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯარებმა დაარტყეს დაახლოებით 150 „ტერორისტულ სამიზნეს“ მთელ ღაზის სექტორში, მათ შორის მებრძოლებს, მიწისქვეშა მარშრუტებს, სამხედრო ინფრასტრუქტურასა და იარაღის საცავებს.