ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური - ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასულ ერთ დღეში, სულ მცირე, 86 პალესტინელი ემსხვერპლა, 113 კი დაშავდა
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური - ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასულ ერთ დღეში, სულ მცირე, 86 პალესტინელი ემსხვერპლა, 113 კი დაშავდა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასულ ერთ დღეში, სულ მცირე, 86 პალესტინელი ემსხვერპლა, 113 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

არაბული ანკლავის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 30 717 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ციფრები, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია, არ განასხვავებს მებრძოლებსა და სამოქალაქო პირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 8 000-ზე მეტ ადამიანს ესაჭიროება ღაზის ფარგლებს გარეთ გაყვანა სამკურნალოდ.