ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა

12:23, 04.01.2025
Palestinians gather at the site of Israeli strikes on houses and residential buildings, amid the ongoing Israel-Hamas conflict, in Beit Lahiya, in the northern Gaza Strip October 20, 2024. REUTERS/Abdul Karim Farid

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხან იუნისსა და ქალაქ ღაზაში თავდასხმის სამიზნე გახდა სამოქალაქო ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივები იუწყებიან, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორ საავადმყოფოს ევაკუაციას აიძულებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ალყა შემოარტყეს ინდონეზიის საავადმყოფოს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში თავშესაფარს ეძებენ თანამშრომლები და პაციენტები მას შემდეგ, რაც ახლომდებარე კამალ ადვანის საავადმყოფო გასულ კვირას ისრაელის თავდასხმისას განადგურდა.

გაერო-ში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა ისრაელის 136 თავდასხმა ღაზაში 27 სამედიცინო დაწესებულებაზე, რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის დაღუპვა და მნიშვნელოვანი ნგრევა.

მსგავსი