ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 130 ადამიანი ემსხვერპლა, 495 ადამიანი კი დაშავდა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 130 ადამიანი ემსხვერპლა, 495 ადამიანი კი დაშავდა.
ამის შესახებ არაბული მედია ღაზის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში, სულ მცირე, 73 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან მყოფ ადამიანებს ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ისრაელის არმიამ დეირ ელ-ბალაჰის საცხოვრებელ უბანში ბროშურები ჩამოყარა, რომლითაც მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.