ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 78 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 78 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 78 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 15 ქალაქ რაფაჰში დაიღუპა. 7 ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში მსხვერპლთა რიცხვი 36 ათასს აჭარბებს.

ისრაელის არმია ოპერაციას აგრძელებს რაფაჰში, ხან იუნისში და სხვა დასახლებულ პუნქტებში.

სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ისრაელის არმიის ტანკებმა ეგვიპტის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ რაფაჰის ცენტრს მიაღწიეს. „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ დაპირისპირების დროს ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ომი, სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.