ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიკოსების თქმით, ერთი ადამიანი ხან იუნისში დაიღუპა. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა მათი მებრძოლებისთვის, რომლებიც ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. სამი ადამიანი კი ავიაიერიშს ალ-აქსას ჰოსპიტალთან მოწყობილ საზოგადოებრივი კვების ობიექტთან ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის დაბომბვა შეწყვიტა, ღაზის სექტორში იერიშები უფრო ინტენსიური გახდა.