ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ცხრა პალესტინელი დაიღუპა

15:25, 13.11.2019

ღაზის სექტორში ისრაელის ახალ ავიადარტყმებს ცხრა პალესტინელი ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრია. პალესტინური მხარის ცნობით, მსხვერპლთა შორის არიან მშვიდობიანი მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს ისრაელმა ავიარეიდის შედეგად ღაზის სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლა. საპასუხოდ პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა.

მსგავსი