ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

11:54, 02.11.2023

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა. გაერო-ში აცხადებენ, რომ არაპროპორციული თავდასხმები, შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.

გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, UNICEF-მა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმები შეაფასა, როგორც „საშინელი და შემზარავი“.

მსგავსი