ღაზის სექტორში ინტერნეტზე წვდომა აღდგენის პროცესშია
ღაზის სექტორში ინტერნეტზე წვდომა აღდგენის პროცესშია

ღაზის სექტორში ინტერნეტზე წვდომა აღდგენის პროცესშია. ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. ამასთან, რამდენიმე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკვე შეუძლიათ სატელეფონო ზარების განხორციელება და აქვთ წვდომა სოციალურ მედიაზეც.

ღაზასთან გარე სამყაროს კომუნიკაცია მას შემდეგ შეუწყდა, რაც ისრაელის ძალებმა სამხედრო ოპერაციების გაფართოება დაიწყეს.

როგორც ისრაელში აცხადებენ, ეს ომის შემდეგი, რთული ეტაპის დასაწყისია.