ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისთან უპილოტო აპარატით მომხდარი თავდასხმის თავდასხმის შედეგად ხუთი პალესტინელი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის ორი გოგოა. თავდასხმა კარვების დასახლებაში მოხდა.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დახმარების განაწილება, რადგან „ჰამასი“ მის ოპერაციებს პირდაპირ დაემუქრა.