ღაზის სექტორში გამთენიის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 13 ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდა

13:31, 30.07.2025

ღაზის სექტორში გამთენიის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპული 16 ადამიანიდან 13 ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდა. ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ქალაქ რაფაჰში მოხდა.

არაბული მედიის შეფასებით, ისრაელის ომი ღაზაში ყოველი 36 ადამიანიდან ერთს კლავს, რაც ყოველდღიურად 90-ზე მეტი ადამიანია.

არსებული ინფორმაციით, ისრაელმა ღაზის სექტორში 109 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანის შეყვანის ნებართვა მისცა, თუმცა ესკალაციის დროს მათი უმეტესობა გაძარცვეს. არაბულ ანკლავს ყოველდღიურად, სულ მცირე, 600 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა სჭირდება.

მსგავსი