ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტები ორ სასაზღვრო პუნქტს დაესხნენ თავს. პირველი თავდასხმა გვიან ღამით, მოძრაობა ჰამასის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.

შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ერთი საათის შემდეგ მეორე აფეთქებას ერთი ადამიანი შეეწირა, რამდენიმე კი დაშავდა.

მოძრაობა ჰამასი იუწყება, რომ თვითმკვლელი რადიკალები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო დღეებში მოძრაობა ჰამასმა ღაზის სექტორში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.