ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად 25 პალესტინელი დაიღუპა
ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად 25 პალესტინელი დაიღუპა

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად 25 პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ანკლავის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ.

მანამდე, ღაზის სექტორში განაცხადეს, რომ ისრაელის იერიშის შედეგად დაშავდა 107 პალესტინელი, მათ შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში მყოფი მოძრობა „ჰამასის“ მებრძოლების პოზიციებზე მიიტანეს იერიში. ისრაელელი სამხედროების თქმით, ჰამასის წევრებმა ღაზის სექტორში ანტისატანკო რაკეტების გამშვები დანადგარები განალაგეს.

ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სულ მცირე, ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.