ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს, რომლის თანახმად, გასულ ღამეს ქალაქზე ათი საჰაერო იერიში განხორციელდა.
დაბომბვის შედეგად ერთი ოჯახის 12 წევრი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, რომელიც კატარის სატელევიზიო ქსელის, „ალ არაბი ტივისთვის“ მუშაობდა.
უკვე მეორე დღეა, რაც ღაზის სექტორის სხვადასხვა რაიონი ინტენსიურად იბომბება. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, 14 მაისის ღამეს არაბული ანკლავის სამხრეთით და ჩრდილოეთით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20-მდე ბავშვი.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაკავებისა და ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილების გეგმა „სულ უფრო უახლოვდება განადგურებას“.