ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში, ნასერის სამედიცინო კომპლექსში მასობრივ საფლავში 210 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში, ნასერის სამედიცინო კომპლექსში მასობრივ საფლავში 210 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში, ნასერის სამედიცინო კომპლექსში, მასობრივ საფლავში 210 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ხან იუნისი, საიდანაც ისრაელის ჯარები 7 აპრილს გავიდნენ, თვეების განმავლობაში განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ნანგრევებად არის ქცეული.

ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკარგულად მიიჩნევა დაახლოებით 500 ადამიანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ქალაქი რაფა დაბომბა, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა.

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობამ – 34 000-ს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 76 800-ს გადააჭარბა.