ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 163 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 163 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 163 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ბოლო ერთ დღეში 350 ადამიანი დაშავდა და უამრავი მსხვერპლი კვლავ რჩება ნანგრევების ქვეშ, მაშველები მათ ამოყვანას კვლავ ვერ ახერხებენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 24 448 ადამიანი დაიღუპა, 61 504 კი დაშავდა.

ისრაელი სამხედრო ოპერაციას ატარებს ქალაქ ხან იუნისში და რაფაში, ასევე მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.