ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორში ბოლო 48 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების შედეგად 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი გარდაიცვალა
ღაზის სექტორში ბოლო 48 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების შედეგად 33 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
შიფის საავადმყოფოს დირექტორის, ექიმ მოჰამედ აბუ სალმიას თქმით, ბოლო 72 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვებისა და შიმშილის გამო 21 ბავშვი დაიღუპა.
მისივე თქმით, ღაზაში დაახლოებით 900 000 ბავშვი შიმშილობს, მათგან 70 000 კი არასრულფასოვან კვებას განიცდის.
ექიმი ამბობს, რომ მათ სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი ემუქრებათ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან დიაბეტით დაავადებულები და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები.