ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტია
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტია

ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა, უამრავი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.

ასევე, ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილზე მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ავტომობილზე იყო წარწერა, რომ სატრანსპორტო საშუალება მედიის წარმომადგენლებს ეკუთვნის.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.