ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა.
აქედან გასული 24 საათის განმავლობაში 113 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება დაშავებულთა ოდენობა, უწყების ცნობით, 145 870-ს შეადგენს, მათგან 647-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მიიღო.