ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის იერიშებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 34 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იერიში განხორციელდა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოს მახლობლად. ასევე, როგორც მედიისთვისაა ცნობილი, ისრაელელმა სამხედროებმა გააფართოეს თავიანთ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიები.
სამინისტროს განცხადებით, 2025 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და „ჰამას“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ სულ 978 ადამიანია დაღუპული.