ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ბოლო კონფლიქტის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში 7 028 ადამიანი დაიღუპა, რომელთა 60 პროცენტზე მეტი ქალები და ბავშვები არიან.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს ხელმძღვანელი ფილიპე ლაზარიანი აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული დარჩენილი საჯარო სერვისები სწრაფად ნადგურდება და ომის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე ხალხი ახლა საკვების ნაკლებობას განიცდის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტიდან დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთით 10 ავტომობილი შევიდა.