ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა
Displaced Palestinians leave parts of Khan Younis as they go back to their homes in Rafah, southern Gaza Strip, Sunday, Jan. 19, 2025. (AP Photo/Jehad Alshrafi)
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ჩვილი.
ისრაელში აცხადებენ, რომ იღებენ შესაბამის ზომებს სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანისთვის.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამში, ღაზის სექტორში 53 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.