ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 97 ადამიანი დაიღუპა, 123 კი დაშავდა
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 97 ადამიანი დაიღუპა, 123 კი დაშავდა

ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში, სულ მცირე, 97 ადამიანი დაიღუპა, 123 კი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 30 631-ს გადააჭარბა, 72 043 ადამიანი კი დაშავდა.