ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, 104 კი დაშავდა

19:51, 08.03.2024

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად ბოლო 24 საათში 78 ადამიანი დაიღუპა, 104 კი დაშავდა.

სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 30 878-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 72 402-ზე მეტია.

ამასთან, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს განცხადებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ღაზაში დაახლოებით 9 000 ქალი დაიღუპა.

მსგავსი