ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში 72 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში 72 ადამიანი დაიღუპა, 278 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს რიცხვები არ მოიცავს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებს, რადგან მათთან წვდომა არ აქვთ.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 54 321-მდე გაიზარდა, ხოლო 120 000-ზე მეტი დაშავდა.